სუნ იატსენი
სუნ იატსენი | |
ჩინეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი 1912 – 1 აპრილი, 1912 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | იუან შიკაი |
დაბადებული | 12 ნოემბერი 1866 ჩშუნჟანი გუანდუნი |
გარდაცვლილი | 12 მარტი, 1925 პეკინი, ჩინეთი |
პოლიტიკური პარტია | გომინდანი |
მეუღლე | სუნ ცინლინი |
სუნ იატსენი (ჩინ. 孫逸仙; დ. 12 ნოემბერი, 1866, ჩშუნჟანი, გუანდუნი — გ. 12 მარტი, 1925, პეკინი, ჩინეთი) — ჩინელი რევოლუციონერი. გომინდანის პარტიის დამაარსებელი. 1940 წელს სუნ იატსენს სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს „ერის მამის“ ტიტული.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუნ იატსენი დაიბადა 1866 წლის 12 ნოემბერს გუანდუნის სოფელ ცუიხენში. დაბადებისას უწოდეს ვენი. შედგომ პერიოდში ცნობილი იყო სუნ ვენის ან სუნ ჩჟუნშანის სახელით. მისი მშობლიური ენა იყო კანტონის დიალექტის ჩჟუნშანური ვარიანტი. სწავლობდა ადგილობრივ სკოლაში, რის შემდეგაც გადავიდა ჰავაიში, სადაც უკვე იმყოფებოდა მისი ძმა. ჰონოლულუში სწავლა გააგრძელა სამედიცინო კოლეჯში. 1883 წელს დაბრუნდა სამშობლოში.
1892 წელს დაამთავრა ჰონკონგის სამედიცინო ინსტიტუტი. 1894 წელს დააარსა ანტიმანჯურიული რევოლუციური ორგანიზაცია „ჩინეთის აღორძინების კავშირი“. აჯანყების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. მოგზაურობდა ევროპაში, აშშ-ში, კანადაში და იაპონიაში, რევოლუციური ბრძოლისათვის ფულის შესაგროვებლად. 1905 წელს ტოკიოში გამოაცხადა რევოლუციური ორგანიზაციის ტუნმენხოის ჩამოყალიბების შესახებ.
1911 წელს უჩანის აჯანყების წარმატებით დასრულების შემდეგ დაბრუნდა ჩინეთში და არჩეულ იქნა ჩინეთის რესპუბლიკის დროებით პრეზიდენტად. სამიოდე თვეში იძულებული იყო გადამდგარიყო თანამდებობიდან საიმპერატორი არმიის მთავარსარდლის იუან შიკაის სასარგებლოდ. 1912 წელს ჩამოაყალიბა პარტია გომინდანი. 1913 წელს გამოაცხადა მეორე რვოლუციის დაწყება, მაგრამ განიცადა ფიასკო და გაიქცა იაპონიაში.
სუნ იატსენი გარდაიცვალა სიმსივნით 1925 წლის 12 მარტს პეკინში. საკუთარი ანდერძის მიხედვით დაკრძალეს ცზინცზინშანის მთაზე ნანკინში, მავზოლეუმში რომელიც ლენინის მავზოლეუმის მსგავსად იქნა მოწყობილი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ROC Government Biography (ჩინური) (ინგლისური)
- Sun Yat-sen in Hong Kong University of Hong Kong Libraries, Digital Initiatives
- Contemporary views of Sun among overseas Chinese დაარქივებული 2006-03-01 საიტზე Wayback Machine.
- Yokohama Overseas Chinese School established by Dr. Sun Yat-sen დაარქივებული 2019-04-21 საიტზე Wayback Machine.
- National Dr. Sun Yat-sen Memorial Hall Official Website დაარქივებული 2006-07-18 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) (ჩინური)
- Dr. Sun Yat Sen Middle School 131, New York City
- Dr. Sun Yat Sen Museum, Penang, Malaysia დაარქივებული 2013-01-14 საიტზე Wayback Machine.
- Homer Lea Research Center